თუ რამეა გამოსაძიებელი, ეს არის ცესკოს დანაშაულებრივი ქმედებები, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ცესკომ საზოგადოებას უნდა გასცეს პასუხი, არის თუ არა ეს დანაშაული, რომელიც სისტემურად ჩაიდინა “ქართული ოცნების“ მითითებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ.
“თუ რამეა გამოსაძიებელი, ეს არის ცესკოს დანაშაულებრივი ქმედებები და კითხვა გამცეს ცესკოს თავმჯდომარემ, რატომ იყო კონსტიტუციით განსაზღვრული ფარულობის უფლება დარღვეული. არის თუ არა ეს დანაშაული, რომელიც სისტემურად ჩაიდინა “ქართული ოცნების“ მითითებით ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ. ამ კითხვებზე ველოდებით პასუხს და ამ ყველაფერთან შეგუებას, რა თქმა უნდა, არავინ აპირებს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.