კიევი: გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაში” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე უკრაინაში 2019 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე მოქმედი პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს შტაბისთვის იმუშავებს.
ვაშაძის განცხადებით, პეტრო პოროშენკოსთვის რამდენიმე წელია, მუშაობს და ამაში ახალი არაფერია.
მისივე თქმით, მას კიევში გადასვალ შესთავაზეს, რაზეც უარი თქვა და პოროშენკოს თბილისიდნა დაეხმარება.
2017 წელს გიორგი ვაშაძე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი იყო, ასევე აქტიურად მონაწილეობდა უკრაინაში ანტიკორუფციული რეფორმის რეალიზაციაში.