spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი ვაშაძე – უნდათ, რომ მედია გააჩუმონ, პოლიტიკოსები ციხეში ჩასვან, ამით უნდათ რომ დაამყარონ დიქტატურა

“ქართული ოცნების” წარმომადგენლებს უნდათ, რომ მედია გააჩუმონ, პოლიტიკოსები ციხეში ჩასვან. ამით უნდათ რომ დაამყარონ დიქტატურა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ თავისუფალი მედია არ იქნება, პოლიტიკა არ იარსებებს ქვეყანაში.

“ქართული ოცნების” წარმომადგენლებს უნდათ, რომ მედია გააჩუმონ, პოლიტიკოსები ციხეში ჩასვან.  ამით უნდათ რომ დაამყარონ დიქტატურა.

თუ თავისუფალი მედია არ იქნება, თუ პროტესტი არ იქნება, თუ პოლიტიკა არ იარსებებს ქვეყანაში, მაშინ იქნება დიქტატურა. ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ მეტი პროტესტი, ერთიანობა და წნეხი.

ეს ნაბიჯები მათი მხრიდან მოსალოდნელიც იყო, ამას ჩვენ ღიად ვამბობდით. მათ აირჩიეს ქვეყნის იზოლაციის და განადგურების გზა, ამიტომაც მათთვის მედია არის საფრთხე და პრობლემა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მალე დაინიციირდება “მედიის კანონი“, რომლის მიხედვითაც, დადგინდება მედიის ობიექტურობის და ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები