spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – ვაპირებთ მთელი საქართველო მოვიაროთ და ამ ერთიანობაში ჩავრთოთ მთელი საქართველო

“ქართული ოცნება” არის საქართველოს სირცხვილი და  26 ოქტომბერს ეს დიდი სირცხვილი უნდა ჩამოვირეცხოთ. ვაპირებთ მთელი საქართველო მოვიაროთ და ამ ერთიანობაში ჩავრთოთ მთელი საქართველო, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, გუშინ შედგა ერთობა, რომელსაც საინტერესო ადამიანები შეუერთდნენ.

 

“ვფიქრობ, რომ გუშინ ძალიან მაგარი დღე იყო, ძალიან საინტერესო ადამიანები წარვუდგინეთ საზოგადოებას, რომლებმაც პირველად გადადგეს ნაბიჯი პოლიტიკისკენ და რაც მთავარია ჩვენ კარს ვუღებთ აბსოლუტურად ყველას, დიდი ერთიანობით, ეროვნული ერთიანობით.

 

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ იმიტომ, რომ 26 ოქტომბერს ჩვენ დიდი სირცხვილი უნდა ჩამოვირეცხოთ. 

 

“ქართული ოცნება” არის საქართველოს სირცხვილი და ეს სირცხვილი უნდა ჩამოვირეცხოთ და ეს შეგვიძლია დიდი ერთიანობით მოვახდინოთ.

 

ჩვენ კამპანიას სტარტი მივეცით, ვაპირებთ მთელი საქართველო მოვიაროთ, კარდაკარ ვიაროთ და ამ ერთიანობაში ჩავრთოთ მთელი საქართველო იმიტომ რომ მთავარი ერთიანობა უნდა იყოს ხალხთან, რისთვისაც ეს ყველაფერი გავაკეთეთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

 

“ნაციონალურმა მოძრაობამ” და “სტრატეგია აღმაშენებელმა“ ახალი პოლიტიკური პლატფორმა “ერთიანობა საქართველოს გადარჩენისთვის“ დააფუძნეს, რომლის წევრები არიან:  გიორგი ვაშაძე, ლაშა ბაქრაძე, გია ჯაფარიძე, ზაზა ბიბილაშვილი, არმაზ ახვლედიანი, თამარ კორძაია, სოფო ჯაფარიძე, ირაკლი ფავლენიშვილი. საარჩევნო ნომერი კი 5 იქნება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები