ვრჩებით აქ, შემდეგი 24 საათი ისევ აქ ვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას დიდ გამარჯვებამდე, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა ნაბიჯს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან და პროტესტი გაგრძელდება გამარჯვებამდე.
“ვრჩებით აქ, შემდეგი 24 საათი ისევ აქ ვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას დიდ გამარჯვებამდე. ჩვენ სრულად ვიზიარებთ პრეზიდენტის პოზიციას, არჩევნებს არ აქვს აღიარება არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ, არც ოპოზიციის მხრიდან, არც პრეზიდენტისგან და დღეს საქართველოს თვითმარქვია ადამიანები მართავენ, ამიტომ ჩვენი ბრძოლა იქნება ბოლომდე, რადგან გაიმარჯვოთ ქართველმა ხალხმა და იცოდეთ, რომ ყოველთვის დიდი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ყველა ნაბიჯს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.