ვიდექი, ვსაუბრობდი და დამესხა თავს. ჯერ ზურგში დამარტყა და მერე ყელში უნდოდა დაერტყა. მკვლელობა უნდოდა?!, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციაზე მასზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, უცნობი მოქალაქე ზურგიდან მოულოდნელად მიეპარა.
“ვიდექი, ვსაუბრობდი და დამესხა თავს. ჯერ ზურგში დამარტყა და მერე ყელში უნდოდა დაერტყა. ოდნავ დაზიანება მაქვს, მაგრამ წარმოუდგენელია, ფაქტობრივად, ვერ გავიგე რა უნდოდა, მკვლელობა უნდოდა?! მაგრამ მე ერთ რამეს ვეუბნები ივანიშვილს – არაფერი არ გამოგივათ და იცოდეთ, რომ ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს და ეს პიროვნება, რომელიც ამ ვიდეოზე აღბეჭდილია აუცილებლად მისცემს თავად ჩვენებას დავალების გამცემის წინააღმდეგ. მოულოდნელად მომეპარა ზურგიდან.
გამოძიება ამ ქვეყანაში არ არსებობს, მაგრამ ამ უსამართლობას ეს ხალხი დაამარცხებს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.