ჩვენ ყველაფერი არ ვიცით ბოროტების იმ მასშტაბის შესახებ, რომელიც საქართველოში ტრიალებდა ომამდე და ომის შემდეგაც, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
“იმ პირობებში როდესაც ჯარისკაცები, ოფიცრები, ჩვენი ბიჭები არათუ მარტო იღუპებოდნენ, არამედ მათი ცხედრებიც არ იყო გამოტანილი ბრძოლის ველიდან, ამ დროს კეზერაშვილი იყო ერთ-ერთი უმდიდრესი პიროვნება მთელს მსოფლიოში, და ამ რესურსით სარგებლობდა, რომელიც მას მოუტანა სახელმწიფო ბიუჯეტის ძარცვამ. ჩვენ ყველაფერი არ ვიცით ბოროტების იმ მასშტაბის შესახებ, რომელიც საქართველოში ტრიალებდა ომამდე და ომის შემდეგაც, როდესაც სახელმწიფოს მართავდა ეს ბოროტი ძალა სააკაშვილის ხელმძღვანელობით“, – განაცხადა ვოლსკიმ.
ტელეკომპანია “იმედის” ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სახლიდან მილიონობით დოლარის ღირებულების ბრილიანტები ამოიღეს, ათეულობით ძვირად ღირებული ბრილიანტიდან ერთ-ერთი კი კეზერაშვილს 2008 წლის ომის მიმდინარეობისას, 12 აგვისტოს აქვს შეძენილი.