საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი ვოლსკის განცხადებით, პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების“ ქმედებები და განცხადებები საქართველოს იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს.
“გულუბრყვილო ხედვები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებთან ან სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან დამოკიდებულება, ასეთი გულუბრყვილო ხედვები ნებისმიერ სხვა საკითხზე, არამარტო პოლიტიკურზე, განსაკუთრებით – სამხედრო-სტრატეგიულ საკითხებზე, მაგალითად, დაბმის თეორია, ანდა შარვლის ჩახდის თეორია და ოკუპაციისთვის შარვალჩახდილად გაწევა „გირჩი – მეტი თავისუფლების“, პოლიტიკური პარტიის სამოქმედო სტრატეგიასა და გარკვეულ არსენალშია. რეალურად, ეს არის ის, რაც საქართველოს იმიჯს სერიოზულად აზიანებს, ღმერთმა ნუ ქნას, საქართველომ ამ სტრატეგიით იაროს“, – აცხადებს გიორგი ვოლსკი.