spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვოლსკი – ეს არის მზადება საქართველოს დესტაბილიზაციისთვის

“ეს არის მზადება საქართველოს დესტაბილიზაციისთვის. ეს არის გუნდი, რომელიც გაერთიანებულია შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ. სხვა ახსნა ამას, რაც დღეს ვიხილეთ  ჩვენი ოპონენტების მხრიდან, არ აქვს“,- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა  გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის სხდომაზე ოპოზიციაზე საუბრისას.

 

მისივე თქმით, ოპოზიცია აცხადებს, რომ  საქართველოს ხელისუფლებას ევროპელ პარტნიორებთან მუშაობა დააკლდა.

 

“ოპოზიციის მხრიდან აქცენტი გაკეთდა ორბანზე და მასთან შეხვედრაზე, ჯერ ერთი, ორბანი მხარს გვიჭერს, მეორეც, აქვს გარკვეული პოზიციები, რომელსაც ჩვენც ვიზიარებთ, თუნდაც კონსერვატიული თვალსაზრისით. ვის დააკლდა მუშაობა, რომელი ევროპელი ლიდერი გამოგვრჩა? ვის არ შევხვდით?“-  განაცხადა გიორგი ვოლსკიმ და ბოლო დროს ბრიუსელსა და ესპანეთში გამართული შეხვედრები დაასახელა.

 

მანვე ოპოზიციის იმ ნაწილზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც სუსს აკრიტიკებს. 

 

“ემზადებიან იმისათვის, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან. რატომ აკრიტიკებთ სუსს? იმიტომ რომ მოიპოვა ზუსტი მასალები თუ როგორ ამზადებენ ახალგაზრდებს იმ უბედურებისთვის, რაშიც უნდა გახვიონ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები