“გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესასვლელთან ნაგვით სავსე პარკები დაყარეს.
ამ პერფორმანსით პარტიის წევრებმა ქვეყანაში არსებული სიტუაცია გააპროტესტეს.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, პროტესტის ერთ-ერთი სამიზნე სწორედ სუს-ი უნდა იყოს, რადგან რეალურად ისინი ატარებენ ქვეყანაში არჩევნებს.
“არაფრის გაპროტესტებას აზრი არ აქვს ცესკო-სთან და რაღაც უწყებებთან, აქედან იმართება ეს ქვეყანა, ესენი მართავენ, ესენი აშანტაჟებენ, ესენი აშინებენ, ესენი ატარებენ ამ ქვეყანაში არჩევნებს, ამიტომ გვგონია, რომ პროტესტის ერთ-ერთი სამიზნე უნდა იყოს ეს შენობა მუდმივად”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
აქციის მომნაწილეებმა სუს-ის ეზოში ასევე ქაღალდისგან გაკეთებული თვითმფრინავი გადაყარეს, რომელზეც ეწერა – “რევოლუციას ვითხოვთ”.
პოლიციამ “გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრები 80 ლარით დააჯარიმა.