“გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის” გადაწყვეტილება თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, დღეს გახდება ცნობილი. ამის შესახებ პარტიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“დღეს პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრები იღებენ გადაწყვეტილებას 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის, თბილისის მასშტაბით, ოპოზიციურ პარტიებთან ერთჯერადად თანამშრომლობის შესახებ.
კენჭისყრის პროცესი პარტიის წევრთა ფეისბუქ ჯგუფში დღეს 12.00 საათზე დაიწყო და 20.00 საათზე დასრულდება. გადაწყვეტილება მიიღება კენჭისყრაში მონაწილე წევრთა ხმათა უმრავლესობით. პარტიის გადაწყვეტილება გამოცხადდება კენჭისყრის დასრულებისთანავე”- აღნიშნულია განცხადებაში.