spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

GITI 2023- 5 დღე ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებამდე

თიბისის მხარდაჭერით, 11-12 დეკემბერს აქსისში საქართველოში კიბერუსაფრთხოებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ყველაზე მასშტაბური ღონისძიება ჩატარდება. კონფერენციის მიზანია, საქართველოში მნიშვნელოვანი IT პროექტები წარმოაჩინოს, რაშიც არა მხოლოდ ტექნოლოგიური სიახლეები იგულისხმება, არამედ რეალური ცვლილებების შესახებ საუბარია.

 

მთლიანობაში, ღონისძიება აერთიანებს კონფერენციას, სადაც სხვადასხვა მიღწევებზე პრეზენტაციების მეშვეობით საუბრობენ; საგამოფენო სივრცეს, სადაც კომპანიები და ორგანიზაციები თავიანთ პროდუქტებს, საინფორმაციო მასალებს წარმოადგენენ — შესაბამისად, დამსწრე აუდიტორიას საშუალება ეძლევა, უფრო დეტალურად გაიგონ ინოვაციების შესახებ.

 

თიბისი, როგორც ტექ კომუნის მთავარი მხარდამჭერი, წელს კიდევ უფრო განსხვავებული გამოცდილების მიღების საშუალებას სთავაზობს აუდიტორიას და მათ ისეთი კომპანიის წარმომადგენლის მოსმენის საშუალებას სთავაზობს როგორიც Thoughtworks-ია. Thoughtworks-ი საერთაშორისო ტექნოლოგიური და საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც  ახალი ტექ გადაწყვეტებით ორგანიზაციებში ცვლის არსებულ ხედვებს, პროცესებს ტექ პროდუქტის შექმნისას და ამკვიდრებს ისეთ სტანდარტებს, რომელიც მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების მომტანია.

 

“ზოგადად, წლიდან წლამდე ძალიან საინტერესოა ამ ღონისძიების დაკვირვება — ნათლად ვხედავთ, როგორ იცვლება ტენდენციები თუ მთავარი საკითხები. თუნდაც, ამ დროისთვის ყველაზე აქტუალურ თემად ციფრული ტრანსფორმაცია სახელდება. ამასთანავე, კიბერუსაფრთხოების მიმართაც საგრძნობლად გაიზარდა ინტერესი, ყველა ორგანიზაცია დიდ ინვესტიციას დებს ამ მიმართულებით. შესაბამისად, დამსწრეები ზუსტად გააანალიზებენ, რა კუთხითაა საჭირო განვითარება“, – აცხადებს ირაკლი გვენეტაძე, GITI-ს თანადამფუძნებელი.

 

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, პრიორიტეტად რჩება მომხმარებელი, რის გამოც კომპანია ტექნოლოგიურ პროგრესსა და მუდმივი ცვლილებებით ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, თიბისისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების მხარდაჭერა, სადაც საერთაშორისო ტექ მოთამაშეებთან თანამშრომლობის უნიკალური გამოცდილება მომხმარებელს ყოველდღიურ პროცესებს გაუმარტივებს.

 

(R)

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები