ვინც საჭირო იყო, ყველა ჩამოყვანილი იყო, გასინჯეს, აქ გვყავს არაჩვეულებრივი ექიმები, მათაც ყველამ ნახა. აღარ ვიცი, კიდევ ვინ უნდა გასინჯოს, მოვიდეს და თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.
“ექიმები გვყავდა აშშ-დან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ვინ დარჩა, უკაცრავად, რუსეთიდან უნდა ჩამოვიყვანოთ? მე არ ვიცი, რა იგულისხმება. ყველა, ვინც საჭირო იყო, ჩამოყვანილი იყო, გასინჯეს, ნახეს, აქ გვყავს არაჩვეულებრივი ექიმები, მათაც ყველამ ნახა. აღარ ვიცი, კიდევ ვინ უნდა გასინჯოს, თვითონ გასინჯოს მაშინ პრემიერმა, მოვიდეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.