ამ ანალიზების შემდეგ მისი მოწამვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგას, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.
მისი თქმით, დროული რეაგირების გარეშე მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა შეიძლება ტრაგიკულად განვითარდეს.
“დათვლილია საათები, შეიძლება წუთებიც, არაფერი კარგი არ იქნება. ექიმები, ვისთანაც მე მაქვს ურთიერთობა, ძალიან ღელავენ, მაქსიმუმს აკეთებენ, მადლობა მინდა ვუთხრა „ვივამედის“ ექიმებს, ყველაფერს აკეთებენ, მართლა როგორც ოჯახის წევრს მოუვლიდა ადამიანი, ამას აკეთებენ, მაგრამ მდგომარეობა უარესდება.
ამ ანალიზების შემდეგ მისი მოწამვლის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგას. ამით მისი მდგომარეობის გაუარესების მიზეზი გამოჩნდა. ეს მუდმივი სიცხე, უმადობა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
მისი თქმით, გადაჭრით მტკიცება არ შეუძლია თქმა, თუ ვინ მოწამლა მიხეილ სააკაშვილი, თუმცა აღნიშნავს, რომ გამორიცხული არაა, ამაში რუსეთის ხელი ერიოს.
“რაც არ უნდა თქვან, ეს ჩვეულებრივი პატიმარი არ არის. ეს არის ადამიანი, რომელიც წლების მანძილზე უპირისპირდებოდა პუტინს. ამას არავინ არ აკეთებდა არც ევროპაში, არც არსად. პირდაპირ, ღია ტექსტით უპირისპირდებოდა ხოლმე ჩემი შვილი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.