spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – არავითარი აზრი არ აქვს შიმშილობას, მე ასე ვფიქრობ, ალბათ, თვითონაც მიიღებს გადაწყვეტილებას

არაფერია გამორიცხული, ვფიქრობ, მას უკვე გააზრებული აქვს ყველაფერი, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ მისი შვილის შესაძლო შეწყალების შესახებ.  

 

ალასანია იმედოვნებს,  რომ პრეზიდენტი შეცვლის მის მიერ დეკლარირებულ პოზიციას. 

 

“ის კარგად ხედავს სურათს, მას აქვს სრული ინფორმაცია, რა ხდება, როგორ ხდება და ვნახოთ. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ის თავის განცხადებას შეცვლის, მაგრამ იმედი გამოვთქვი, არ ვიცი, ვნახოთ, როგორ განვითარდება ეს მოვლენები“, – განაცხადა ალასანიამ.  

 

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ალასანია  აცხადებს, რომ არ იცის, რადგან ძალიან დიდი ხანია, არ უნახავს. 

 

“გუშინ იყო შესაძლებლობა, რომ რამდენიმე ადამიანს ენახა, მითხრეს, რომ აქვს პრობლემები, მაგრამ კონკრეტულად რა არის ეს პრობლემები, ამას გასინჯვა ჭირდება, რაც არ ჩატარებია, იმედი მაქვს, რომ ესეც გაკეთდება“, – აღნიშნა მან. 

 

ალასანიას თქმით, იმედოვნებს, რომ ექსპრეზიდენტი შიმშილობას შეწყვეტს. 

 

“არავითარი აზრი არ აქვს შიმშილობას, მე ასე ვფიქრობ, ალბათ, თვითონაც მიიღებს გადაწყვეტილებას, გონიერი ადამიანია, მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა შეწყდეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ. 

 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მე-16 დღეა, შიმშილობს, მას ტემპერატურის ცვლილება დაუფიქსირდა, რაც ექიმების თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას მიუთითებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები