spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – არის მოთავსებული აკვარიუმში, სადაც კლავენ, სიკვდილმისჯილია ადამიანი

კადრების გამოქვეყნება, ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი მისი ჯანმრთელობისთვის, ფაქტობრივად, მიმდინარეობს მკვლელობა ადამიანის, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის “ვივამედის” კლინიკაში მონახულების შემდეგ განაცხადა.

 

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ყოველი ამოსუნთქვა და მოქმედება კონტროლის ქვეშ არის.

 

“არის მოთავსებული აკვარიუმში, სადაც კლავენ. ყოველი მაგისი ამოსუნთქვა, ყოველი მაგისი მოქმედება როგორიც არ უნდა იყოს, არის კონტროლის ქვეშ და ფაქტობრივად მიდის ტრანსლაცია ამის.როგორ უნდა იგრძნოს ადამიანმა თავი საერთოდ, ამას ცხოვრება ჰქვია საერთოდ? სიკვდილმისჯილია ადამიანი.

 

ეს ადამიანი იყო არამარტო პრეზიდენტი, ის იყო მთავარსარდალი, ის იყო ადამიანი, რომელმაც პირველმა მიიღო თავის თავზე აგრესია რუსეთის და ამაზე ახლა მსოფლიოში ლაპარაკობენ. ერთმა ადამიანმა ის მოახერხა, რომ ნახევარი დასავლეთი აქ ჩამოიყვანა, აქ დააყენა”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები