spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – ჩემი ინფორმაციით, გონება დაკარგა, მედიკოსებს არ უშვებენ, როგორც ჩანს, არ არის შესაბამის მდგომარეობაში

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა მაშინ, როდესაც ბადრაგი ციხეში გადაყვანას უპირებდა.

 

“ჩემი ინფორმაციით, გონება დაკარგა, წნევა ქონდა 200, მეტი დეტალები არ ვიცი. არ მომწონს ის, რომ მედიკოსებს არ უშვებენ, როგორც ჩანს, არ არის შესაბამის მდგომარეობაში. მე ნებართვას ველოდებოდი, იქ თურმე ჩემი შვილი გონებადაკარგული იყო.

 

საბუთები გაუმზადებიათ, უპირებდნენ ისევე ციხეში გადაყვანას. მეტი ინფორმაცია სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ მაქვს“, – განაცხადა გიული ალასანიამ „ტვ პირველთან“.

 

ამ დროისთვის ის გორის სამხედრო ჰოსპიტალთან იმყოფება და ელოდება, რომ მედიკოსები მიხეილ სააკაშვილთან შევიდნენ.

 

“ტვ პირველის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილთან პალატაში შევიდნენ ბადრაგები, რომლებიც აპირებდნენ მის გადაყვანას, რა დროსაც ინციდენტი მოხდა და მესამე პრეზიდენტმა გონება დაკარგა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები