ჩემი მშობლების სახლი დაანგრია წასვლის წინ, რომ ბიბლიოთეკა დაედგა, აი, ასეთი ადამიანია – ამის შესახებ მესამე პრეზეიდენტის დედამ გიული ალასანიამ მიხეილ საკაშვილის მიმართ არსებულ კორუფციულ ბრალდებებზე ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.
მისი თქმით, გამორიცხულია, რომ მიხეილ საკაშვილს მისი შვილის სწავლის საფასური ბიუჯეტიდან დაეფინანსებინა.
“აბსოლუტურად გამორიცხულია, ჩემი შვილის ბუნებიდან გამომდინარე, ის კი არა, ადამიანი მზად იყო ჩვენთვის წაეგლიჯა ყველაფერი და დაედო. ჩემი მშობლების სახლი დაანგრია წასვლის წინ, რომ ბიბლიოთეკა დაედგა. აი, ასეთი ადამიანია“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
მისივე თქმით, ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, მიხეილ საკაშვილი მზადაა ხვალ დაგეგმილ სასამართლო პროცესს დაესწროს.
“სუსტად არის, ძირითადად ზის. სასამართლოში მისი გამოსვლა იყო ძალიან საინტერესო, რადგან ბევრი რამ ისეთი გავიგე, რაც აქამდე არ ვიცოდი და იმ დეტალების მოსმენის შემდეგ, რაც ჩვენ 7 ნოემბერთან დაკავშირებით მოვისმინეთ, მე მგონი, შეკითხვები აღარავის არ უნდა დარჩეს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
ხვალ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არსებული “პიკაკების საქმის” განხილვა მოხდება.