spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენა დამოკიდებულია ჩვენს ხელისუფლებაზე

ჩემი შვილის სიცოცხლის გადარჩენა დამოკიდებულია ჩვენს ხელისუფლებაზე,  –  ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ რუსთავის ციხესთან განაცხადა, სადაც მესამე პრეზიდენტის  ოჯახის შევრები და მხარდამჭერები არიან შეკრებილი. 

 

მისი თქმით,  სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის მიერ დასმულია ახალი დიაგნიზი, რომლის მკურნალობის გამოცდილება საქართველოში კლინიკებს არ აქვთ. 

 

“ჩვენი მიზანი არ შეცვლილა, 7 თვის მანძილზე გვაქვს ერთი მიზანი, რომ გადავარჩინოთ ჩემი შვილის სიცოცხლე.  გუშინ გამოცხადდა მისი ახალი დიაგნოზი. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ხელისუფლებაზე, ადამიანი არის გადასაყვანი სადმე კლინიკაში, ალბათ, უცხოეთში, თვითონ ექიმების აზრია ასეთი, რომ ჩვენ საქართველოში არ გვაქვს სამწუხაროდ, შესაფერისი კლინიკა, რომელსაც აქვს გამოცდილება, რომ უმკურნალონ ასეთ დაავადებას. ამიტომ ეს უნდა იყოს სადმე გარეთ. ამის ძალიან დიდი იმედი და მოლოდინი გვაქვს“, – განაცხადა ალასანიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები