spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – ჩემთვის არსებობს ავადმყოფი შვილი, რომელიც მინდა, როგორმე გადავარჩინო, ვფიქრობთ, როცა საჭიროება მოითხოვს, უნდა დაჩქარდეს პროცესები

გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საკითხზე სასამართლო პროცესების გაჭიანურება არაფრით არ შეიძლება, რადგან მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლევა.

 

“ძალიან გაჭიანურდა პროცესები. მისი ჯანმრთელობა ამის შესაძლებლობას არანაირად არ იძლევა. იმედი გვქონდა, ერთიანად, ზედიზედ ჩატარდებოდა პროცესები. საჭიროების შემთხვევაში, ასე ხდება ხოლმე. ფაქტია, რომ ჩვენ სულ სხვა შედეგს ველოდით. ცუდადაა ადამიანი, კარგად რომ იყოს, ხომ არ ავტეხდით ამხელა ამბავს. ხომ არის დიაგნოზები, რაც საჭიროა და რატომ არ უნდა დავუჯეროთ. აბა, ვის უნდა დავუჯეროთ? 

 

გუშინ პროცესზე შეუძლოდ გახდა. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მცირე ემოციური დისკომფორტი როცა ექმნება ადამიანს, ეწევა წნევა.  არ ვიცი, რა წესებია, რის უფლებას იძლევა და რისას – არა. ჩემთვის არსებობს ავადმყოფი შვილი, რომელიც მინდა, როგორმე გადავარჩინო. ამიტომ ვფიქრობთ, როცა საჭიროება მოითხოვს, უნდა დაჩქარდეს პროცესები. შემდგომი ეტაპი შეიძლება აღარ იყოს, ისეთია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები