მაშინვე გამიჩნდა აზრი, რომ აპირებენ ციხეში დაბრუნებას, არ ვიცი, რის საფუძველზე. ყოველ შემთხვევაში, ამ ადამიანის ჯანმრთელობა არ იძლევა ამის შესაძლებლობას, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.
“ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. ფაქტია უცხოელი ექიმები არ შემოუშვეს. ესენი მთლიანად ემორჩილებიან პენიტენციურ სისტემას, ისინი სუს-ს და ასე შემდეგ. ძალიან ვერტიკალურია, იერარქიულია ჩვენი საზოგადოება დღეს.
სამწუხაროდ, საქართველოში დემოკრატია არ არის. ვერ იმუშავა ჯერჯერობით ჩვენთან დემოკრატიამ.
დღესვე შეგვიძლია სარჩელი შევიტანოთ. მე ვფიქრობ, ძალიან სწრაფად, გადაუდებლად. გამორიცხული არაფერია“, – განაცხადა ალასანიამ.