საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ალასანიამ ჟურნალისტებს კლინიკა “ვივამედთან” განაცხადა, უკრაინული მხარე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კარგად ინფორმირებულია.
“ძალიან გამახარა ზელენსკის ასეთმა აქტიურმა ჩარევამ. საკმაოდ კარგად ინფორმირებულია მიშიკოს ჯანმრთელობის შესახებ, ყველაფერი იცის დეტალურად. ეს უკვე ყველამ იცის და ზელენსკიმ მით უმეტეს, უკრაინულმა მხარემ ეს ძალიან კარგად იცის”, – განაცხადა ალასანიამ.
ის ასევე პენიტეციური სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა.
“რაღა არის სპეკულაცია, დევს დასკვნები, ყველა ექიმის. აბა რომელია მაშინ სანდო? უსათუოდ ამათი განცხადებებია?!, ვიღაც ერთეულების, რომლებიც საერთოდ არაფერ კავშირში არ არიან მედიცინასთან, თუ იმ ექიმების?!”, – აღნიშნა ალასანიამ.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანისკენ მოუწოდა.