spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – ძალიან მადლობელია ამ ადამიანების

მადლობელია იმ ადამიანების, რომლებიც მის მხარდამჭერ აქციას შეურთდნენ, – ამის შესახებ კლინიკა “ვივამედში” მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა. 

 

“პრაქტიკულად ვერ გადაადგილდება, ეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია. სულ წევს, როცა წამოწევს თავს, ერთ ნაბიჯსაც ვერ გადადგამს, თუ რაიმეს არ დაეყრდნო. ძირითადი თემა იყო დღევანდელი დღე და სრულიად გაოგნებული იყო, იმით, რაც ხდება დღეს მარტო ჩვენთან კი არა, რაც ხდება მსოფლიოში. 

 

ძალიან მადლობელია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში იმ ადამიანებისთვის გმირობას უდრის იმიტომ, რომ ისინი იქ მუშაობენ ლუკმა-პურის საშოვნელად ზოგიერთი წასულია და მაინც რაღაცნაირად ახერხებენ, თან ეს ორგანიზებული არ იყო, ეს რომ ყოფილიყო ორგანიზებული, წინასწარ ვიღაცას ეხელმძღვანელა, ეს არ ხდებოდა და თვითონ ასე სპონტანურად ყველაფრის მიუხედავად მაინც მოხდა”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები