spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, – ამის შესახებ  გორის სამხედრო ჰოსპიტალში  საქართველოს მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.

 

მისი თქმით, ექიმების მიერ წარმოდგენილ, “თავისუფალი მკურნალობის” ინიციატივას მიესალმება.

 

“გუშინ ვიყავი მოსული და არ შემიშვეს. იყო დაპირება, რომ უნდა შევეშვი, ახლა ველოდები. ექიმების რეკომენდაცია ჩემთვის მისაღებია, თუმცა ჩემს ხელში არ არის ეს ყველაფერი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარეთ გაიაროს რეაბილიტაცია, მაგრამ ეს ისევ არ არის ჩვენზე დამოკიდებული, იცით ვისზეც არის“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

 

გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ასევე უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ჩალაძე იმყოფებიან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები