spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – ელოდებიან, ალბათ, მისი ჯანმრთელობის კრიტიკულ მდგომარეობას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

 

მისი თქმით, მას მაღალი სიცხე აქვს, ასევე უჭირს საუბარი.

 

“უარესად არის, ვიდრე იყო. გუშინ ჰქონდა, 38,2, დღეს დილიდან ასევე მაღალი სიცხე აქვს, ასეთი მდგომარეობაა. არაფერს არ მოძრაობს, სულ წევს, უჭირს საუბარი. ელოდებიან, ალბათ, მისი ჯანმრთელობის კრიტიკულ მდგომარეობას, ეს მოსალოდნელი იყო, უნდათ, რომ სულ იზოლაციაში ამყოფონ”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

 

29 დეკემბრის შემდეგ კლინიკა “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება მხოლოდ გიული ალასანიას და ადვოკატებს აქვთ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები