spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიული ალასანია – ერთი მხრივ, არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ ქვეყნისთვის და არის ქვეყანა, რომელმაც აი, ეს გაუკეთა მას

ერთი მხრივ, არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ ქვეყნისთვის და არის ქვეყანა, რომელმაც აი, ეს გაუკეთა მას, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის შემდეგაც ვერ მიხვდება საზოგადოება, რომ ივანიშვილის სამიზნე სააკაშვილია.

“აქ გვაქვს საქმე ადამიანთან, რომელმაც იმდენი გააკეთა საქართველოსთვის, რაც არავის არ გაუკეთებია არასდროს და ამიტომ ისჯება.

მე მარტო ის მიკვირს, რომ ან ყველაფრის შემდეგ საზოგადოების ნაწილი მაინც ვერ მიხვდება, რომ ეს არის, სააკაშვილია მთავარი სამიზნე ივანიშვილის და მეტი არავინ.

ერთი მხრივ, არის ადამიანი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ამ ქვეყნისთვის და არის ქვეყანა, რომელმაც აი, ეს გაუკეთა მას”,  – განაცხადა გიული ალასანიამ.

ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე საქართველოს მესამე პრეზიდენტი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 344-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის 4,5 წელი მიუსაჯა. მას ასევე დაუმატა 12 მარტის განაჩენი  ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომლითაც მესამე პრეზიდენტს თავისუფლების 9 წლით აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ მიხეილ სააკაშვილს ჯამში 12 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები