spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – ეს არის სისულელე, საიდან მოიგონეს საერთოდ, რა ჩანაწერი, რას ბოდავენ

ჩანაწერი არ მომისმენია, არც მინდა, მოვისმინო, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ “რუსთავი 2”-ის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

 

“ეს არის სისულელე. საიდან მოიგონეს საერთოდ, რა ჩანაწერი, რას ბოდავენ, რას ჩხლართავენ. არ მომისმენია ეს ჩანაწერი, არც მინდა, მოვისმინო და არც დრო არ მაქვს ამისი. ყველა ხედავს, რითიც ვარ დაკავებული და რასაც ვაკეთებ. ჩანაწერი, მოიგონეს ახლა ახალი“,- განაცხადა გიული ალასანიამ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა აუდიოჩანაწერი გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც დადასტურებული არ არის, გიული ალასანია ოპოზიციის წარმომადგენლებს „პარტიზანებს“ უწოდებს. ჩანაწერში, გიული ალასანია ასევე საუბრობს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებაში რუსეთის ფაქტორზე. ტელეკომპანიის ცნობით, აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები