spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა, ადრეც იყო შემთხვევები, როცა ომბუდსმენი ჩამოვიდა და არ შეუშვეს

სამწუხაროა, ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა, ადრეც იყო შემთხვევები, როცა ომბუდსმენი ჩამოვიდა, არ შეუშვეს, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

 

“მე მინდა მადლობა ვუთხრა უკრაინელებს, ყველას სხვათაშორის, იმიტომ რომ ეს მხარდაჭერა ჩემი შვილის, მუდმივად იგრძნობა, მე ამას ვგრძნობ ყველანაირად. სამწუხაროა, ეს ხომ არ არის პირველი შემთხვევა, ადრეც იყო შემთხვევები, როცა ომბუდსმენი ჩამოვიდა, არ შეუშვეს, საერთოდ სამწუხაროა, იმიტომ, რომ უკრაინა ჩვენი მეგობარი იყო ყოველთვის, ყველა ეტაპზე და ჩვენ მაინც და მაინც სათანადო მეგობრობას, როგორც ჩანს, ვერ ვუწევთ. 

 

მე იმედი მაქვს, რომ ობიექტურები იქნებიან, იმიტომ, რომ ეს ადამიანები აქ ამდენი თვეა, მე მადლობელი ვარ ამ ექიმების, იმიტომ, რომ მართლა ყველაფერს აკეთებენ, ვისთანაც მე მაქვს შეხება, რა თქმა უნდა, ყველას არ ვიცნობ”, – განაცხადა ალასანიამ მიხეილ სააკაშვილის “ვივამედში” მონახულების შემდეგ. 

 

კასიანოვის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას მიმართეს, რომ ადამიანის უფლებათა საკითხებში უკრაინის უმაღლესი რადას რწმუნებულს დმიტრო ლუბინეცსს მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ნებართვა მისცეს, თუმცა დღემდე პასუხი არ მიუღიათ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები