მაქვს ინფორმაცია, რომ ბილ ბროუდერი მონაწილეობს იმ სიის შედგენაში, რომელიც უკვე ეხება მიხეილ სააკაშვილს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედამ განაცხადა.
გიული ალასანიას თქმით, სასამართლოები ჭიანურდება, რაც მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან საზიანოა.
“ადამიანი არის მოწამლული და ვიდრე არ გამოვა ეს საწამლავი მისი ორგანიზმიდან, იქნება ძალიან ცუდად და შეიძლება საერთოდ აღარ იყოს. სასამართლოები ჭიანურდება სამწუხაროდ, რაც მისთვის ძალიან საზიანოა, მაგრამ ამასობაში გამოვიდა მაკფოლის სტატია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, და დაიბეჭდა ჩემი შვილის სტატია Wall Street Journal-ში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ გაისმის ხანდახან ასეთი შენიშვნები, რომ აი სიმულიანტობს, სიმულიანტების და აფერისტების სტატიები იქ არ იბეჭდება, ყველანაირად გაცხრილულია და ზუსტად იციან რას ბეჭდავენ და ვის უბეჭდავენ.
გარდა ამისა, მაქვს ინფორმაცია, რომ ბილ ბროუდერი მონაწილეობს იმ სიის შედგენაში, რომელიც უკვე ეხება მიხეილ სააკაშვილს, მაგნიტსკის სიის მსგავსი შედგება აქ და მე იმედი მაქვს, ყველას მიეზღვება, ვინც ამ უკანონო პატიმრობაში და ასეთ მის ტანჯვაში და მოწამვლაში მიიღო მონაწილეობა”, – განაცხადა გიული ალასანიამ.