მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, რჩება შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილის ფსიქორეაბილიტაციის პროცესი საქართველოში სათანადოდ ვერ ხერხდება.
“მეჩვენება და მაქვს შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში ამას ვერ ახერხებენ და ძალიან კარგი იქნება, რომ მიეცეს საშუალება, გავიდეს და მოთავსდეს ისეთ კლინიკაში, სადაც ამის გამოცდილება აქვთ. ჯანმრთელობის კუთხით, რასაც ვხედავ, უარყოფითი დინამიკა შეინიშნება. წონა აქვს დაკლებული. ამითაა ჩემი მოთხოვნა გამოწვეული“, – განაცხადა გიული ალასანიამ.
გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულებამდე გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას თემურ ალასანიას საქართველოში ჩამოსვლაზეც გააკეთა კომენტარი.
“მრავალი წელია, აქ არ ყოფილა. ჩამოვიდა, მოენატრა აქაურობა. გარდა ამისა, ჩამოვიდა, რათა მხარი დამიჭიროს. რა თქმა უნდა, სურს შესვლა, მაგრამ დეტალები არ ვიცი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.