spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – მადლობა მინდა ქალბატონ ნინოს გადავუხადო, ძალიან კარგი იყო მისი ჩართვა გუშინ, საერთოდ, “ვივამედის“ კმაყოფილი ვარ

“ვივამედის“ კმაყოფილი ვარ, ექიმების, ექთნების, პერსონალის,  – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა. 

 

ის განსაკუთრებულ მადლობას კლინიკის ხელმძღვანელს ნინო ნადირაძეს უხდის.  

 

“მადლობა მინდა ქალბატონ ნინოს გადავუხადო. ძალიან კარგი იყო მისი ჩართვა გუშინ, საერთოდ, “ვივამედის“ კმაყოფილი ვარ, ექიმების, ექთნების, პერსონალის, რომელიც უშუალოდ მასთან ყოველდღე არის, ყოველდღიურ ზრუნვას იჩენენ. ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვს მას პერსონალის მიმართ და პერსონალს მის მიმართ, ამის მოწმე მე ვარ, გარდა ამისა, ვიცი მისი აზრი, სპეკულაცია ამ თემებზე არის სრულიად ზედმეტი. 

 

მისი აგრესია მომდინარეობს იქედან, რომ სრულიად უსამართლოდ ზის და სრულიად უსამართლოდ იტანს ამ ყველაფერს“, – განაცხადა გიული ალასანიამ. 

 

გიული ალასანიამ მადლობა გადაუხადა უკრაინასაც, რომლის წარმომადგენლები არ წყვეტენ მიხეილ სააკაშვილის დახმარების მცდელობებს.  

 

“სააკაშვილი არის უკრაინის განსაკუთრებული მოქალაქე, ის დღემდე არის და რჩება  მაღალ თანამდებობაზე, პასუხისმგებელი პირია. უკრაინელები არასოდეს გაჩერებულან და მცდელობები არ შეუჩერებიათ. დიდი მადლობა უკრაინელებს, ასეთი გასაჭირის  მიუხედავად, ომშია ხალხი, არასოდეს არცერთი დღე არ შეუწყვეტიათ ჩემ შვილზე ფიქრი და ზრუნვა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები