spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – მე გავბედე და ვკითხე ამ გასვლაზე, პოლონეთში, უკრაინაში დაბრუნებაზე და მივიღე ისეთი რისხვა

მე გავბედე და ვკითხე ამ გასვლაზე, პოლონეთში, უკრაინაში დაბრუნებაზე და მივიღე ისეთი რისხვა –  ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ  გიული ალასანიამ გორის ჰოსპიტალში  მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

 

მისი თქმით,  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდსგომარეობა არასახარბიელოა, თუმცა ის კატეგორიულად წინააღმდეგია სხვა ქვეყანაში სარეაბილიტაციოდ წასვლაზე. 

 

“ინტერესის გათვალისწინებით, მე გავბედე და ვკითხე ამ გასვლაზე, პოლონეთში, უკრაინაში დაბრუნებაზე და მივიღე ისეთი რისხვა – შენ მე ვინ გგონივარო, აქ იმიტომ ჩამოვედი ჩემს ქვეყანაში, რომ კიდევ სადღაც გავიდეო? მოკლედ, ძალიან არ მოეწონა ეს ჩემი კითხვა. მერე საუბარისას გამოირკვა,  რომ აქვს თავის ტკივილები, ძილი თითქმის არ აქვს, აქვს საშინელი კუნთების ტკივილი, მოკლედ, ნევროლოგიური სიმპტომები. მე რაც დავინახე,მაინც ურჩევნია, იწვეს. გადმოხოხდება, დაჯდება სკამზე და ცოტა ხანში ისევ წვება.  რომ ვხედავ ამ სიმპტომებს, ეს ჩემი აზრია, ჩემი სურვილია რეაბილიტაცია”, – განაცხადა გიული ალასანიამ. 

 

დღეს მიხეილ სააკაშვილი ცნობილმა მომღერალმა, “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ბუბა კიკაბიძემ მოინახულა. მისი განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიღებასა და მკურნალობაზე უკრაინის გარდა მზადყოფნას გამოთქვამს ასევე პოლონეთი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები