spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – მე სახეზე მყავს ჩემი შვილი ასეთ მდგომარეობაში და როგორ შეიძლება რამეში არ მეპარებოდეს ეჭვი

მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია პოლონელ ექიმებთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

 

მისი თქმით, ელოდება მტკიცებულებებით დასაბუთებულ განცხადებას.

 

“არა მგონია, რომ ასე პატარა ბავშვებივით მოქცეულიყვნენ და დანარჩენი მე არაფერი არ ვიცი. ვნახოთ, გაირკვევა. უნდა დაველოდოთ დასაბუთებულ რაღაცა კომენტარებს.

 

მე ვიდრე არ ვნახავ დასაბუთებულ მოსაზრებას, თავისი მტკიცებულებებით, ყველაფერში მეპარება ეჭვი კი არა, მე სახეზე მყავს ჩემი შვილი ასეთ მდგომარეობაში და როგორ შეიძლება რამეში არ მეპარებოდეს ეჭვი”, – აცხადებს ალასანია. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები