საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ დღეს მიხეილ სააკაშვილმა კლინიკა “ვივამედში“ გონება დაკარგა და მისი მოსულიერება ძალიან გაუჭირდათ.
“დღეს „ვივამედის“ კლინიკაში, მიხეილ სააკაშვილმა დაკარგა გონება, ეს იყო მეორე შემთხვევა, ძალიან მძიმე შემთხვევა გლდანის შემდეგ. ამ ორი ეპიზოდის შუალედში, იყო პატარ-პატარა ეპიზოდი, მაგრამ იქ არ იყო ასეთ მძიმე მდგომარეობა. დღეს ძალიან გაუჭირდათ ადამიანის მოსულიერება. ჩაერთნენ ბადრაგები, იატაკზე იყო დაგდებული. ჩაუტარდა სათანადო ღონისძიებები და როგორც იქნა, მოასულიერეს.
მესამე შემთხვევა შეიძლება, ნებისმიერ დროს განმეორდეს და დასრულდეს ფატალურად. ეს რეალობა გვაქვს, ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს. ეს ის კი არ არის, რომ ჩემი შვილი აღარ იქნება, აღარ იქნება სახელმწიფო. წელში გადატყდება დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება, ამ სიტყვების ნაკლებად ესმით ადამიანებს, ნაკლებად ესმით ისტებლიშმენტს, რომელიც კლავს ჩემს შვილს.
ეს არის საერთაშორისო მკვლელობა ყველას თვალწინ. მთელი მსოფლიო დგას ფეხზე, უამრავ გაზეთში დაიბეჭდა უკვე, უმარავი ტელევიზია აშუქებს ჩვენს პრობლემას. გუშინ მსოფლიო მასშტაბით ჩატარდა აქცია, სადაც ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, არა მარტო ქართველებმა, სხვათა შორის იყვნენ პოლიტიკური მოღვაწეებიც, რომლებიც მოითხოვდნენ ჩემი შვილის გადაყვანას და შველას. იქნებ კიდევ გვაქვს შანსი, გადავარჩინოთ ადამიანი. არავითარი რეაქცია ჩვენი ქვეყნიდან არ არის, ვისკენ გავიშვირო ხელი, დამნაშავე ვინ არის, ისტებლიშმენტი მთლიანად.
პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ, არ ვარ მარტო, მყავს ახლობლები მხარდამჭერები, ის ადამიანები, რომლებიც კოლექტიურად წელიწადი და სამი თვეა, კლავენ ჩემს შვილს, სამაგალითოდ დაისაჯონ. ამას მე გპირდებით ყველანაირი ძალით“, – განაცხადა ალასანიამ.