spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – მივმართავდი, რომ გაუშვან, ვერ გავიგე, რისთვის, რატომ ჰყავთ გამოკეტილი, რომელი დანაშაულისთვის?

მივმართავდი, რომ გაუშვან, ვერ გავიგე, რისთვის, რატომ ჰყავთ გამოკეტილი, რომელი დანაშაულისთვის? –  ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ გორის ჰოსპიტალში  მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა. 

 

გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან ძნელია გამოკეტილ მდგომარეობაში ყოფნა. 

 

“მისთვის ძალიან ძნელია ასეთ გამოკეტილ მდგომარეობაში ყოფნა, იმიტომ რომ, რაც მახსოვს, ადამიანი სულ მოძრაობაში იყო. საქართველოში ყოფნისას, გავიგებდი, რომ ხან სვანეთში იყო, მეორე წუთში ვიგებდი, რომ სადღაც შორს იყო. მაშინ ვკითხე, არ იღლები მეთქი და ამაზე მაშინაც მივიღე რისხვა. რას ნიშნავს ვიღლები,  მე ძალიან მიყვარს ჩემს სამშობლოში სიარული და ყველაფრის თვალიერებაო. ასეთი დინამიური ცხოვრების შემდეგ ასეთ გამოკეტილ მდგომარეობაშია. ყევლაფერს რომ თავი დაანებო, ფსიქოლოგიურად ალბათ, ძალიან ძნელია“, – განაცხადა ალასანიამ.

 

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების  მიმართვდა, რომ გაათავისუფლონ მიხეილ სააკაშვილი.

 

“მივმართავდი, რომ გაუშვან, ვერ გავიგე, რისთვის, რატომ ჰყავთ გამოკეტილი, რომელი დანაშაულისთვის? არცერთი დანაშაული არ არის დანაშაული, გამოგონილია ეს ყველაფერი. ჩემზე კარგად მათ იციან. ასე როდემდე უნდა გაგრძელდეს? მე რომ მკითხოთ, ეს ადამიანი საერთოდ თავისუფალი უნდა იყოს“, – განაცხადა გიული ალსანიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები