spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს თემა გახდა თითქოს რუტინული, ჩვევაში გადავიდა, ადამიანი ზის და ზის, მერე რა მოხდა

ერთეულები დარჩნენ,  ვინც კიდევ ახსენებენ, რუტინული გახდა ეს თემა, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ  მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობათან დაკაშირებით საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც მედიკოსებთან ერთად პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში გამართა. 

 

ალასანიას თქმით, პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ საკაშვილისჯანმრთელობის  მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. 

 

“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს თემა გახდა თითქოს რუტინული.  ჩვევაში გადავიდა, ადამიანი ზის და ზის, მერე რა მოხდა. ერთეულები არიან, რომლებიც კიდევ ახსენებენ, ძალიან მადლობელი ვარ, თაკოსი, ძალიან აქტიურობს. 

 

უამრავი მიმართვა არის პენიტენციური დაწესებულბის მიმართ, მაგრამ არავითარი რეაქცია იქედან არ არის, პირიქით კიდევ უფრო დაუმძიმეს მდგომარეობა“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები