spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – პროგნოზების გაკეთება ექიმებსაც უჭირთ, ამბობენ, რომ ყოველ წუთს შესაძლებელია გულის გაჩერება

“მისი მხრიდან  ეს იყო პროტესტი, რადგან მას აუკრძალეს პირად ადვოკატებთან უშუალო კონტაქტი, რაც წარმოუდგენელი ნონსესია”, – აცხადებს მესამე  პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის მიერ ანალიზების გაკეთებაზე უარის თქმის შესახებ. 
გიული ალასანიას განცხადებით, მას თავისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება არ შეუძლია. 

 

“მეორედ ვნახე, პირველთან შედარებით, რა თქმა უნდა, გამხდარია, ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება არ შემიძლია, პროგნოზების გაკეთება ექიმებსაც უჭირთ, ისეთ რამეებს ამბობენ… ამბობენ, რომ ყოველ წუთს შესაძლებელია გულის გაჩერება. 

 

რაც შეეხება ანალიზების გაკეთებაზე უარს, მისი მხრიდან  ეს იყო პროტესტი, რადგან მას აუკრძალეს პირად ადვოკატებთან უშუალო კონტაქტი, რაც წარმოუდგენელი ნონსესია”, – განაცხადა ალასანიამ. 

 

რაც შეეხება უკრაინელების არ შემოშვების ფაქტს, ალასანია აცხადებს, რომ ეს მოსალოდნელი იყო. 

 

“ან გავრილოვი უნდა შემოუშვა და დასვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში, ან გორდონი, ორივე ერთად არ გამოდის”, – განაცხადა ალასანიამ. 

 

სააკაშვილის უკრაინისთვის შესაძლო გადაცემის შესახებ  ალასანია აცხადებს, რომ ეს საკითხი მასთან არ განუხილავს. 

 

“ჩემი ინტერესია, როგორც ოჯახის წევრის, რომ ჩემი შვილი გადარჩეს, იყოს ჯანმრთელად და უვნებელი გამოვიდეს, მაგრამ გადაწყვეტილებას ის იღებს თვითონ”, – განაცხადა ალასანიამ “ტვ პირველის” ეთერში

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები