საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა.
“პატრიარქის მოლოცვა მივიღეთ, სადაც მხნეობას და გამძლეობას უსურვებს. როდემდე გამძლეობას? ეს ადამიანი უსასრულო ხომ არ არის. როდემდე გაძლებს, რა გამძლეობაზეა ლაპარაკი.
ჩემთვის ცოტა გაუგებარი იყო, შეიგრძნოს ახალი რეალობაო. რომელია ეს ახალი რეალობა, რომ ჩვენ აღარ ვართ სახელმწიფო და საბოლოოდ გავხდით რუსეთის პროვინცია? ეს არის დღეს ჩვენი რეალობა“, – განაცხადა ალასანიამ.