ვარდების რევოლუციის გმირი რომ გისოსების უკან წევს, ეს მე არ მომწონს, ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახილების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მდგომარეობა და პირობები გაუმჯობესებულია და შედარებაც არ შეიძლება იმ მდგომარეობასთან, რაც გლდანის ციხეში იყო.
გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილს პალატაში ფანჯრის გაღების უფლება მისცეს, თუმცა ფანჯარას გისოსები აქვს, რაც ძალიან დამთრგუნველია.
“ბევრად უკეთესადაა. შედარება არაა იმასთან, რაც წინა შემთხვევაში იყო. საერთოდ, ზოგადად, სუსტადაა, უჭირს სიარული, ეტყობა კუნთების პრობლემა აქვს. პერსონალი, ვინც ვნახე ძალიან მომეწონა, მაგრამ საერთოდ არ ვარ კმაყოფილი იმით, რომ, როცა ვარდების რევოლუციის გმირი გისოსების უკან წევს, ფანჯარას აქვს გისოსები, ეს რა თქმა უნდა, არ მომწონს, ამით ვერ ვიქნები კმაყოფილი. ძალიან დამთრგუნველია, არაბუნებრივია სრულიად. ჩვენ, როგორც საზოგადოება, რას ვფიქრობთ ამაზე? ნორმალური ვითარებაა ეს?”, – განაცხადა ალასანიამ.