spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – საფრთხეს ვხედავ ჩემი შვილისთვის, ეს ის ციხეა, სადაც თავის დროზე მოწამლეს

საფრთხეს ვხედავ ჩემი შვილისთვის. მუდმივად ისმის ციხე, სხვათა შორის, ეს ის ციხეა, სადაც თავის დროზე მოწამლეს. ესეც მინდა, რომ ახსოვდეთ ადამიანებს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.

“უბრალოდ, ვერ გავიგე მიზანი ამ გადაყვანის. ერთადერთს მივხვდი, რომ როგორც ჩანს, კიდევ უფრო იზოლირებული უნდა იყოს, ნაკლები კონტაქტი და ნაკლები ინფორმაცია რომ ჰქონდეს.

საფრთხეს ვხედავ ჩემი შვილისთვის. მუდმივად ისმის ციხე, სხვათა შორის, ეს ის ციხეა, სადაც თავის დროზე მოწამლეს. ესეც მინდა, რომ ახსოვდეთ ადამიანებს. ერთადერთი, ვმოძრაობთ ჩვენ, მე და ის ადამიანები, რომლებსაც ევალებათ მისი დაცვა, მეტი იქ არავინ არ ჩანს არცერთ სართულზე”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა რამდენიმე დღის წინ შეეფარდა. სააკაშვილის დედის გიული ალასანიას თქმით, სასამართლო სხდომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა “ვივამედში” პალატა შეუცვალეს და კლინიკის მე-8 სართულზე გადაიყვანეს, სადაც ტელევიზორი არ არის. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ “ქართულმა ოცნებამ” მესამე პრეზიდენტი კლინიკიდან ციხეში გადაიყვანოს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სააკაშვილის საპატიმროში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყებები იღებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები