spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – საშინელი დეგრადაცია დავინახე მთლიანად საზოგადოების, სადამდე მივედით, რას დავემსგავსეთ?

ჩემი შვილის კვალიფიკაციით, ეს იყო პოლიტიკური პორნოგრაფია, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანია პენიტენციური სამსახურის მიერ კლინიკაში გადაღებული ვიდეოკადრების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა. ალასანიას თქმით, ამ ფაქტმა საზოგადოების დეგრადაცია დაანახა. 

 

“ჩემი შვილის კვალიფიკაციით, ეს იყო პოლიტიკური პორნოგრაფია. მე სირცხვილის გრძნობა გამიჩნდა, საშინელი დეგრადაცია დავინახე მთლიანად საზოგადოების, სადამდე მივედით, რას დავემსგავსეთ? რას ვაკეთებთ, რა გვინდა? უხერხულია ეს ყველაფერი.  

 

გარდა იმისა, რომ ადამიანის უფლებების შელახვაა, ბოლოსდაბოლოს, ეს ხომ პრეზიდენტია, მთავარსარდალი? რას გავს ეს ყველაფერი, რა მიზანს ისახავს, რისი მომცემი იყო?“, – განაცხადა ალასანიამ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები