spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – უკრაინა ძალიან დაინტერესებულია, იკვლევენ, დაიწყეს ძალიან აქტიურად კვლევა მისი მოწამვლის

საქართველოს მესამე პრეზიდენტი დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ უკრაინამ მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. 

 

“კახექსიური პროცესები გრძელდება და ღრმავდება, რაზეც რამდენი ხანია, უკვე ექიმები ლაპარაკობდნენ და ცოტა ხნის წინ ამერიკელი ექსპერტიც ლაპარაკობდა. ეს რაც შეეხება ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა, სახარბიელო მდგომარეობა არ არის. 

 

რაც შეეხება მეორე მხარეს, უკრაინა ძალიან გააქტიურებულია, მართლმსაჯულება უკრაინის. ძალიან დაინტერესებულია, იკვლევენ, დაიწყეს ძალიან აქტიურად კვლევა მისი მოწამვლის. დიახ, დიახ, უკრაინამ დაიწყო გამოძიება”, – განაცხადა ალასანიამ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები