spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – უკრაინის ომბუდსმენი აპირებს, მიმართოს პენიტენციურს, რათა მიხეილ სააკაშვილის მონახულება შეძლოს

მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას თქმით, უკრაინის ომბუდსმენი აპირებს, კიდევ ერთხელ მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რათა მესამე პრეზიდენტთან შესვლის უფლება მიიღოს.

 

ალასანია კიევში, უკრაინის სახალხო დამცველის ოფისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითხზე გამართულ შეხვედრას დღეს დისტანციურად დაესწრო.

 

“გაკვირვებული ვარ, რომ ადამიანებს, რომელთაც ომი აქვთ ქვეყანაში დროს პოულობენ, ჩემს შვილზე ზრუნვა არ შეუწყვეტიათ. წარმოადგინეს თარიღები და ფაქტები, რა მოხდა, როგორ მოხდა, როგორ იცვლებოდა მისი გადაყვანა, სად იყო განთავსებული, ყველაფერი აღრიცხული აქვთ. ძალიან დიდი თანაგრძნობა იგრძნობოდა. ბრძოლის პროცესში ყველა ჩაბმულია. 

 

ომბუდსმენმა ბრძანა, რომ აპირებს მიმართოს პენიტენციურს, რათა მიხეილ სააკაშვილის მონახულება შეძლოს. ის, რაც მან უკრაინაში გააკეთა ძალიან დაფასებულია. რა თქმა უნდა, უკრაინული მხარე დაინტერესებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან გაიყვანონ”, – განაცხადა ალასანიამ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები