spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია ვლადიმერ ზელენსკის დახმარების თხოვნით მიმართავს

მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის დახმარებისთვის მიმართავს. 

 

გავრცელებულ ვიდეომიმართვაში გიული ალასანია აღნიშნავს, რომ მისი შვილი რაიმე გზებით უკრაინაში უნდა გადაიყვანონ, რათა შესაბამისი მკურნალობის მიღება შეძლოს. 

 

“მე მიხეილ სააკაშვილის დედა ვარ. სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ვართ. ჩემს შვილს თვალწინ მიკლავენ.

 

მინდა მივმართო ბატონ ზელენსკის, რომელიც არაერთხელ და ადრეც დაგვხმარებია, მაგრამ ახლა ჩვენ განსაკუთრებით გვჭირდება მისი მხარდაჭერა და დახმარება. ჩვენ როგორმე უნდა მოვაწყოთ მიხეილის გადმოყვანა აქ, უკრაინაში, რათა მან შეძლოს შესაბამისი მკურნალობის, შესაბამისი მზრუნველობის მიღება და შეძლოს, რამენაირად გადარჩეს.

 

მას შიმშილობის 35-ე დღე აქვს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ? შესაძლოა, ნებისმიერი რამ მოხდეს ნებისმიერ მომენტში, მაგრამ ეს არავის ადარდებს.

 

ერთადერთი რასაც მას სთავაზობენ – ციხის კლინიკაა, სადაც არ არიან შესაბამისი სპეციალისტები, სადაც არაა არანაირი პირობა ასეთი პაციენტების მკურნალობისთვის.

 

მე თქვენი ძალიან დიდი იმედი მაქვს, ყველა თქვენგანის – უკრაინის ხალხის, დეპუტატების. და მე მივმართავ უკრაინის მთავრობას, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ბატონ ზელენსკის”, – აცხადებს გიული ალასანია.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/video.php?height=314&href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FSaakashviliMikheil%2Fvideos%2F1585131178486456%2F&show_text=false&width=560&t=0″ width=”560″ height=”314″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share” allowFullScreen=”true”></iframe>

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები