spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიული ალასანია – ზელენსკის აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ჩაერთოს ბუბას დაკრძალვის ორგანიზებაში

მესამე პრეზიდენტის დედის გიული ალასანიას თქმით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან “რეფორმების ოფისში” დარეკეს, რომელსაც დღემდე მიხეილ სააკაშვილი ხელმძღვანელობს და განაცხადეს, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის დაკრძალვის ცერემონიაში ჩართვა სურს.

 

“ძალიან ბევრს დაწყვიტა გული, რა თქმა უნდა, დღევანდელმა დღემ და ყველას მინდა მივუსამძიმრო. მე პირადად ვეკუთვნი იმ უმცირესობას, ვისაც გვახსოვს მისი პირველად სცენაზე გამოჩენა. ახლო მეგობარი იყო, ძალიან ბევრს აკეთებდა ეს ადამიანი იმისთვის, რომ გადაერჩინა ჩემი შვილის სიცოცხლე.  

 

უკრაინის პრეზიდენტის კანცელარიიდან დარეკეს რეფორმების ოფისში, რომელსაც დღემდე ხელმძღვანელობს ჩემი შვილი და იქ შეატყობინეს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არის შოკში ამ ამბის გამო და მას აქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ ჩაერთოს ბუბას დაკრძალვის ორგანიზებაში”, – განაცხადა ალასანიამ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები