spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გივი მიქანაძე – გამოძიება აუცილებლად ჩატარდება, თუ გამოიკვეთება ვინმეს პასუხისმგებლობა, ეს პასუხისმგებლობა კანონის ფარგლებში დადგება 

ჰაიდი ტალიავინმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა და მის ანგარიშშიც წერია, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მოქმედებებმა გარკვეულწილად სამართლებრივი საფუძველი შეუქმნეს რუსულ ძალებს, რომ შემოსულიყვნენ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

“მარტივი კითხვა შემიძლია დავსვა: რატომ შედგა ჰაიდი ტალიავინის, რომელიც ევროკავშირს წარმოადგენდა მაშინ და სწავლობდა მომხდარ მოვლენებს, დასკვნა, რომელიც 180 გრადუსით განსხვავდება იმ გადაწყვეტილებებისგან, რაც სტრასბურგის და ჰააგის შესაბამისმა უწყებებმა მიიღეს? ჰაიდი ტალიავინის დასკვნაში და რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებულ, „რადიო თავისუფლებასთან“ მის ინტერვიუში ცალსახად იკვეთება კონკრეტული პოზიციები. მათ შორის,  ჩვენთვის რაც ყველაზე მძიმეა, ჰაიდი ტალიავინმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა და მის ანგარიშშიც წერია, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მოქმედებებმა გარკვეულწილად სამართლებრივი საფუძველი შეუქმნეს რუსულ ძალებს, რომ შემოსულიყვნენ საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებზე. ამაზე მძიმე ჩანაწერი რა უნდა იყოს? დასკვნაში ასევე წერია, რომ ქართულმა მხარემ რუსეთის საწინააღმდეგოდ შესაბამისი მტკიცებულებები ვერ წარადგინა. ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა სააკაშვილის ხელისუფლებამ.

ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მტკიცებულებები, მათ შორის, ისკანდერის რაკეტის ნაწილები სადღაც გაქრა და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას წლები დასჭირდა ამ მტკიცებულებების შესაგროვებლად და საერთაშორისო დონეზე შესაბამისი დავის საწარმოებლად, რათა 2021 წლის სტრასბურგის, ჩვენთვის ისტორიული, გადაწყვეტილება და შემდგომ ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება შემდგარიყო. ეს ყველაფერი ცალსახად მიუთითებს, რომ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია დაგროვილი, რატომ მოეწერა ხელი იმ დასკვნას, რომელიც საქართველოს სამართლიანობას არ ასახავდა, რატომ დაიკარგა მტკიცებულებები ან რატომ არ იქნა წარდგენილი მტკიცებულებები იმისთვის, რომ ჰაიდი ტალიავინის დასკვნა არ ყოფილიყო განსხვავებული იმისგან, რაც სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილებად მიიღო და ჰააგის სასამართლომ დაადგინა? ამიტომაც არის საუბარი, რომ არჩევნების შემდეგ, პასუხი უნდა გაეცეს ამ კითხვებს. ამას სჭირდება სიღრმისეული შესწავლა და გამოძიება აუცილებლად ჩატარდება. ეს იქნება საზოგადოებისთვის დეტალურად ინფორმირებული პროცესი. შესაბამისად, თუ გამოიკვეთება ვინმეს პასუხისმგებლობა, ეს პასუხისმგებლობა კანონის ფარგლებში დადგება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები