spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გივი მიქანაძე – “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს არც ფერი უცვლიათ და არც სახე

“ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს არც ფერი უცვლიათ და არც სახე. გუშინდელი მათი მცდელობა პროვოკაციის მოხდენის იყო ამის კიდევ ერთი გამოხატულება, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძე განაცხადა.

“ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს არც ფერი უცვლიათ, არც სახე უცვლიათ. ის ბულინგი, ზიზღის ენა, ის მართლაც მიუღებელი და წარმოუდგენელი გამოხატულება, რომელიც არანაირად არც ადამიანობაში და არც რაიმე ჯანსაღ კონტექსტში ჯდება, მათგან ეს ყველაფერი არის შორი და გუშინდელი მათი მცდელობა პროვოკაციის მოხდენის იყო ამის კიდევ ერთი გამოხატულება. მათ ვერაფერი ვერ მოიგეს ამით, გარდა იმისა, რომ კიდევ ერთხელ მთელ საზოგადოებას აჩვენეს მათი რეალური სახე და ის მიზნები და ის ზრახვები, რომელიც მათ ამოძრავებთ არამარტო კონკრეტული მმართველი ჯგუფთან და მის წარმომადგენლებთან მიმართებაში, არამედ ზოგადად ქვეყანასთან და საზოგადოებასთან მიმართებაში“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები