spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გივი მიქანაძე – ოპოზიცია ვაჭრობს და ცდილობს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი “ლომჯარია 2” იყოს

როცა სახალხო დამცველი იქნება ყველას უფლებების დამცველი და არა შერჩევით უფლების დამცველი, მიკერძოებული მხარე, ის ჩვენს მიერ მხარდაჭერილი იქნება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ოპოზიცია ვაჭრობს და ცდილობს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი ლომჯარია 2 იყოს, რაც მიუღებელია.

 

“ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ რომელი კანდიდატიც დააკმაყოფილებს ცოდნას, გამოცდილებას და მიუკერძოებლობას, მას დავუჭერდით მხარს. როცა სახალხო დამცველი იქნება ყველას უფლებების დამცველი და არა შერჩევით უფლების დამცველი, მიკერძოებული მხარე, ის ჩვენს მიერ მხარდაჭერილი იქნება. ვინც ღიად აფიქსირებს და მის განცხადებებში ჩანს, რომ მხარეს წარმოადგენს, ის ჩვენი მხრიდან მხარდაჭერილი ვერ იქნება. მხარს დავუჭერთ მას, ვინც მიუკერძოებელი იქნება. 

 

ლომჯარია 2 ნიშნავს მიკერძოებას და იმას, რომ ეს ადამიანი შერჩევითი კუთხით აწარმოებდა ადამიანების დაცვას. თუ ოფიციალურ სტატისტიკას ნახავთ, იხილავთ, ლომჯარია თავისი საქმიანობის პერიოდში რამდენ პატიმარს შეხვდა და ვინ იყვნენ ეს ადამიანები. ფაქტობრივად, მას კომუნიკაცია პატიმრებთან არ ჰქონია და მისი მთელი მოღვაწეობა მხოლოდ სააკაშვილის უფლებების დაცვას მოანდომა, რაც მიუღებელია“, – განაცხადა მიქანაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები