spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატების კენჭისყრაში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ

იკვეთება პრეზიდენტის პირდაპირი ჩართულობა და მონაწილეობა იმ ნარატივში, რასაც ომის პარტია, “ნაციონალური მოძრაობა“ ატარებს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

 

“სრულიად გაუგებარი და უსაფუძვლოა ის გადაწყვეტილება, რაც პრეზიდენტმა მიიღო, თუმცა აქ აშკარაა, რამდენადაც სამწუხარო არ უნდა იყოს, რომ იკვეთება პრეზიდენტის ჩართულობა პირდაპირი და მონაწილეობა იმ ნარატივში, რასაც ომის პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ატარებს, რომ მოახდინოს სახელმწიფო ინტერესების დისკრედიტაცია. შესაბამისად, ამ პროცესიდან გამომდინარე, თუკი პრეზიდენტის გადაწყვეტილება მსგავსია, მმართველი გუნდიც ემიჯნება ამ პროცესს და ჩვენ კონკრეტული წარდგენილი კანდიდატების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ“, – განაცხადა მიქანაძემ.

 

სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე  პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები, ხოლო ცესკოს წევრის ერთ თანამდებობაზე – ქრისტინე ქაჯაიასა და ლევან ისაკაძის კანდიდატურები.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები