spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გივი მიქანაძე ვარშავაში საპარლამენტო არჩევნების და რეფერენდუმის მონიტორინგს ახორციელებს

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მალტის პარლამენტის წევრ კრის სედთან ერთად ვარშავასა და მის შემოგარენში პოლონეთის სეიმისა და სენატის არჩევნებისა და რეფერენდუმის მონიტორინგს ახორციელებს.

 

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მისიის ფარგლებში გივი მიქანაძემ მონიტორინგი განახორციელა ვარშავის 5 და დედაქალაქის შემოგარენის 12 საარჩევნო უბანზე.

 

მონიტორინგის შედეგები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს წარედგინება, რომელიც ხვალ, ოფიციალურ ბრიფინგზე წარმოადგენს მონიტორინგის შედეგებს.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები